მურუსიძის თქმით, მან გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო . მისივე თქმით, ხარვეზები საქმეში იყო, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ ჩაედინა გმირობა და რეალურად ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა-არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიიღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე,“ - განაცხადა მურუსიძემ.
მურუსიძის განცხადებით , ის სისტემის მსხვერპლი არ ყოფილა. ის ამბობს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
„სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ,“ - აცხადებს მურუსიძე.
მასალის გამოყენების პირობები






