ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 21:15, 16 Apr, 2019     1047
საქართველოს პროკურატურა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

"ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 1 აპრილს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2019 წლის 22 მარტს ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დასთან - მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწლოვანმა დისშვილმა 112-თან დაკავშირების შედეგად სამართალდამცავების დახმარება ითხოვა.

მარინე მთავრიშვილმა პოლიციელების მიმართ პრეტენზია ძმასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტიდან 10 დღის შემდეგ გამოთქვა. მან 30 მარტს განაცხადა, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის განყოფილების თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს 22 მარტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაეწყო თავის ტკივილები, 30 მარტს კი იგი გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მარინე მთავრიშვილის განმარტებით, მისი ძმა იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული.

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვიდან 10 დღის შემდგომ, მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო, ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა მისი გამოკითხვა ვერ შეძლეს.

2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი გარდაიცვალა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42