გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს, ამიტომ თუ ჯერაც არ გინახავთ პირველი ეპიზოდი, კითხვისგან თავი შეიკავეთ.
595-დღიანი ლოდინის შემდეგ ზამთარი დადგა კი არა და, Game of Thrones-ის მერვე, ფინალური სეზონის პრემიერა შედგა.
განახლებულმა ინტრომ და უკვდავმა მელოდიამ, ჟრუანტელი თქვენც მოგგვარათ, გვჯერა და შესაძლოა, ასეც აღნიშნეთ:
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველმა ეპიზოდმა ყველას ერთად მოუყარა თავი. მოდით, დავიწყოთ.
ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდის დასაწყისში, აუცილებლად შენიშნავთ პირველი სერიის პირველ ეპიზოდთან პარალელებს.
ჯონი ვინტერფელში დაბრუნდა, თან დენერისი და უნაკლოების უზარმაზი არმიით. ჯონისა და დენის ვინტერფელში შესვლა, პირველ სეზონში, მეფე რობერტის ვინტერფელში ჩასვლას მოგაგონებთ.
„შეგვიძლია აქ ათასი წელი დავრჩეთ, ისე რომ ვერავინ მოგვაგნოს“ - დენერესისი მიერ ამ ფრაზის წარმოთქვამ, ყველას ჯონის ვერული სიყვარული, იგრიტი გაგვახსენდა და მათი გამოქვაბულის სცენა.
ღამის მეფემ კი ამბერების სასახლე დაარბია, კედელზე კი თავისი ნიშანი დატოვა, დანაწევრებული სხეულებით და მოკლული ნედ ამბერით. ეს ნიშანი პირველად პირველი სეზონის პირველ სერიაში ვნახეთ, მაშინაც მკვდრების დანაწევრებული კიდურებით აწყობილი.
მასალის გამოყენების პირობები






