ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურორთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
"თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შსს მინისტრმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს ია კერზაიას საქმე აყვანილი და ძალიან მალე გაეცემა კითხვებს პასუხები.
არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან.
ასევე, როგორც ჩანს ბატონი გიორგი გახარია სრულად იცნობს საქმის დეტალებს და არის გარკვეული გარემოებები, რაზედაც პირადად მას მინდა დაველაპარაკო, ვითხოვ შსს მინისტრთან შეხევდრას“, - წერს შენგელია
მასალის გამოყენების პირობები






