ლიფტის ხელოსანს გულგრილობისთვის, რასაც მცირეწლოვანის დაღუპვა მოჰყვა, 4 წელი მიუსაჯეს
სამართალი - 12:54, 12 Apr, 2019     1190

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გულგრილობისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გულგრილობისთვის, რასაც მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, ბრალდებული კ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს „ვერტიკალი 777“-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კ.ა.-მ ლიფტის სწორი ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე 2016 წლის 1 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „საბურთალო 82“-ის თავმჯდომარესთან. კ.ა. პასუხისმგებელი იყო რა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები - მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ შეამოწმა და არ შეაკეთა კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც 2017 წლის 24 მარტს მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. ბავშვმა გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში თავი შეყო, რა დროსაც მოძრავი ლიფტის საპირწონე მოხვდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

კ.ა.-ს ბრალდება 2018 წლის 28 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42