7 მითი ბებიების ახალგაზრდობის შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ
ეს საინტერესოა - 11:50, 11 Apr, 2019     858

წარსული ცხოვრების შესახებ თანამედროვე ადამიანებს ხშირად მცდარი, არასწორი და სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს.

ვნახოთ 7 მითი ბებიების ახალგაზრდობის შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ.

1. ადრე ქალები შეუდარებლად ლამაზები იყვნენ. თანამედროვე გოგონები კი ხელოვნურები არიან, ყველაფერი ბოტოქსით აქვთ გაკეთებული და ძველი თაობის ქალებს ვერ შეედრებიან - მოდით წარმოვიდგინოთ მე-19 საუკუნის ქალების ცხოვრება. მათი დიდი ნაწილი ბევრს მუშაობდა სოფლებში, მზის გულზე, მედიცინა არ იყო განვითარებული და ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ აქცევდნენ შესაბამის ყურადღებას და 30 წლის ასაკში ხანშიშესულ ადამიანებს ჰგავდნენ. ახლა სილამაზის მედიცინა უფრო განვიარებულია. ქალებმა ვისწავლეთ თავის მოვლის წესები და უფრო დიდხანს ვინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს, ვიდრე წინაპრები.

2. ქორწინება იყო მყარი და განქორწინებულთა რაოდენობა იყო ძალიან მცირე - განქორწინებულთა რაოდენობა მართალია მცირე იყო, მაგრამ რეალურად წყვილების დიდი ნაწილი არ იყო ბედნიერი და განქორწინების გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ იმიტომ, რომ ეშინოდათ, თუ რას იტყოდა ხალხი, ასევე რელიგიური შეხედულებების გამო. წყვილების დიდი ნაწილი უბრალოდ იძულებულნი იყვნენ რომ ერთად ეცხოვრათ.

3. ქალის მთავარი მოვალეობა ბავშვის გაჩენა და მასზე ზრუნვაა - საზოგადოების ნაწილი ქალს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გაჩენისთვის აუცილებელ იარაღად განიხილავდა და მათთვის ქალს სხვა დანიშნულება, ფყნქცია არ ჰქონდა. ქალები ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ და როგორც წესი, დიდმა ნაწილმა არ იცოდა როგორ უნდა აღეზარდა შვილი.

ბავშვის გაჩენა ასევე რისკის შემცველი პროცესი იყო. რადგანაც მედიცინა არ იყო სათანადო დონეზე განვითარებული. ძალიან ბევრი ქალი ეწირებოდა მშობიარობას, მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ინფექციებსა და სხვადასხვა გართულებებს.

4. „ბავშვების გაჩენა, ხშირი მშობიარობა ქალს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენისგან იცავს“ - ეს კიდევ ერთი მითია, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ. მძიმე შრომის გამო, განსაკუთრებით კი სოფლებში, ქალებს საშვილოსნოს დაავადებები უვითარდებოდათ. ჩნდებოდა სხვადასხვა ინფექციური დაავადებები - ტუბერკულოზი, ტიფი და ა.შ.

5. ქალები არ მუშაობდნენ, ისინი დიასახლისები იყვნენ და შვილებს ზრდიდნენ - ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ძველად ქალები სახლში ისხდნენ, ქმრებს წვნიანს უმზადებდნენ და ბავშვებს ზრდიდნენ. ეს მითს ამყარებს სხვადასხვა ფილმები და წიგნები, მაგრამ რეალობა სხვაგვარი იყო. სინამდვილეში ქალები ძველადაც მუშაობდნენ.ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა ქარხნებში, სკოლებში მასწავლებლად, მედდებად, მდივნებად, თუმცა მათი ხელფასი კაცის ხელფასზე გაცილებით ნაკლები იყო.

6. ქალმა ბავშვი ბუნებრივი გზით სამი წლის განმავლობაში უნდა კვებოს და ეს დედისთვის სასარგებლოა - დედობა ქალის მთავარი მოვალეობა იყო. რა თქმა უნდა, ბუნებრივი კვება ბავშვისთვის სასარგებლოა, მაგრამ მოსაზრება, რომ სამი წლის განმავლობაში უნდა აჭამოთ ბავშვს ბუნებრივად და ეს დედის ჯანმრთელობისთვისაა კარგი, მცდარია და ეს მედიკოსებმა სხვადასხვა კვლევებით დაადასტურეს.

7. ყველა ჯანსაღ საკვებს მიირთმევდა და ჯანმრთელები იყვნენ - საკვები უფრო ჯანსაღი იყო, ეს მართალია, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი არასწორად იკვებებოდა და ვიტამინების ნაკლებობას განიცდიდა.


წყარო: Trend.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42