დიდ ბრიტანეთში ქალაქ მანჩესტერში არის რესტორანი Slattery’s Patissier and Chocolatier, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებისთვის სამოთხედ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სულ ტყუილად.
აქ თქვენ გთავაზობენ ტკბილეულის უზარმაზარ ულუფას და თუ გაუმკლავდებით, მის საფასურს აღარ იხდით, უფრო მეტიც დამატებით საჩუქარსაც გაძლევენ.
საქმე იმაშია, რომ ტკბილეულის ჩეულებრივი კალორიების მონსტრული ნაკრები კი არა, არამედ შეფ მზარეულის მზაკვრული შემოქმედებაა,
ამ კონკურსის არსებობის მანძილზე მასში მონაწილეობა 8000-მა ადამიანმა მიიღო, მოგება კი მხოლოდ 241-მა შეძლო. ეს კი 3%-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს რომ ამოცანა არც ისეთი ადვილია როგორც ჩანს. მზარეულები კალორიების ზუსტ რაოდენობას არ ამხელენ, თუმცა „საგამოცდო მენიუს“ შემადგენლობაზე გულახდილად საუბრობენ.
მაშ ასე ამ საბედისწერო ულუფის შემადგენლობაში შედის:
შოკოლადის ტორტის დიდი ნაჭერი
შინაური ნაყინის დიდი ულუფა
ნაღების კრემი
შოკოლადის ორი ფიალა შოკოლადის სოუსით სავსე.
შოკოლადის მონეტები: შავი, რძიანი და თეთრი.
და ამ ყველაფერს უნდა დაამატოთ ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი.
ცოტა ადამიანი ახერხებს შეთავაზებული ტკბილეულის ნაკრებიდან ორი კომპონენტის შეჭმას , კიდევ უფრო ცოტა აღწევს მონეტებამდე. ამ ყველაფრის ჭამის შემდეგ კი ცხელი შოკოლადის დალევა ნამდვილი წამებაა.
მენეჯერი კონკურსი მონაწილეებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ ყოველთვის აფრთხილებს და მათ ცალკე გამოყოფილ მაგიდასთან ათავსებს, რადგამ კარგად ახსოვთ შემთხვევა, როდესაც კონკურსში მონაწილე ქალის ორგანიზმმა ცხელ შოკოლადს უკვე ვეღარ გაუძლო და გარშემო მყოფები თავისი პირიდან ამომავალი „შადრევანით“ დასვარა.
ყველაზე საინტერესო ბოლოს გელოდებათ, გამოიცანით რა პრიზი ელის გამარჯვებულს? უკვე იცით, რომ ისინი ამ ულუფის საფასურს 16 ევროს არ იხდიან და საჩუქრად იღებენ.... შოკოლადის კანფეტების შეკვრას.




მასალის გამოყენების პირობები






