საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა
სამართალი - 16:55, 08 Apr, 2019     813
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 აპრილს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის (Jack Sebastian Shepherd/Sheperd/Sheppard; დაბ. 17 აგვისტო 1987 წელი) ექსტრადიციის თაობაზე.


ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებას ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, რომელიც ჯ. შეფერდის მიერ საქართელოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ძირითად ინტერესებს, და ასევე არ არსებობს ჰუმანიტარულ ან სხვა გარემოებათა გამო ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხე არ ექმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 ანდა მე-8 მუხლების დარღვევის რისკი.

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება აღსასრულებლად გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც დაევალა ჯ. შეფერდის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისათვის გადაცემა კანონით დადგენილი წესითა და ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის შედეგად დადგენილ ვადაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42