დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო - გამოიკითხნენ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებიც
სამართალი - 13:46, 07 Apr, 2019     1785
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა - ვაჟა სირაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიღმის მასივში დღეს ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ მოხდა გაზის აფეთქება. ადგილზე მოხდა იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს.

კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42