ადვოკატის თქმით, მოწმედ მისი დაბარება არასწორია.
მისივე თქმით, ყველა ინფორმაცია რაც აქვს მისი მარწმუნებლისგან იცის. ადვოკატი განყოფილებაში მის ადვოკატრთან ერთად გამოცხადდა.
დავით ბაგრატიონს ყოფილი მეუღლე ძალადობაში
„პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის დაბარება საქმეზე მოწმედ, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ, რაიმე მტკიცებულებები ამოიღონ. მოგახსენებთ, რომ პირადად მე იმაზე, რასაც ქალბატონი ანა საუბრობდა, არაფრის შემსწრე, მომსწრე და მნახველი არ ვარ. ყველა ინფორმაცია, რაც ვიცი, ვიცი ჩემი მარწმუნებლისგან, ჩემი კლიენტისგან, ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისგან და ისიც, გადმომეცა ინფორმაცია, როგორც ადვოკატს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია დაცულია პრივილეგიით,“ - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
ლევან ჩხეიძის ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.
„ეს უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან, ადვოკატი საქმეში არ არის ჩვეულებრივი რიგითი მოწმე, მას ინფორმაცია გააჩნია თავის დაცვის ქვეშ მყოფისგან. აქ არის ნდობის მაღალი სტანდარტი და კანონი იცავს ამ შემთხვევაში ადვოკატის მიერ მიღებულ ინფორმაციას გამჟღავნებისგან. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ რატომ მოხდა ჩემი კოლეგის ლევან ჩხეიძის დაბარება. ჩვენ, ბუნებრივია, შევალთ, შევხვდებით გამომძიებელს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენება მისცეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თუ არა,“ - განაცხადა კახა წერეთელმა.
ადანაშაულებს. სამეფო გვარის წარმომადგენელმა სკანდალის შემდეგ ქვეყანა დატოვა.მასალის გამოყენების პირობები






