დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში ბრალდებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.
37 წლის დავით ცაკაშვილი ამტკიცებს, რომ დაზარალებულის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო. მძღოლი ამტკიცებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა რამდენიმე ცდის მიუხედავად, დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო. ცაკაშვილის განცხადებით, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ გოგონას მძღოლმა მასთან სახლში წასვლა და დასვენება შესთავაზა. დავით ცაკაშვილის მტკიცებით, გოგონამ მოფერება დაუწყო.
37 წლის მამაკაცი ყვება, რომ ამის შემდეგ გოგონა აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოსთხოვა რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და მსხვერპლს შორის შეკამათება მოხდა. 37 წლის მამაკაცი განმარტავს, რომ კამათის დროს ახალგაზრდას პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა.
მამაკაცის თქმით, სახლში მისულმა მანქანაში მობილური ტელეფონი ნახა, რომლის შესახებაც პოლიციას არ აცნობა და პირადი მოხმარებისთვის დაიტოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






