„მცემდა 10-მდე პოლიციელი, მათ შორის, პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური“ - კახეთში დაკავებული ბრაკონიერის სკანდალური ჩვენება
სამართალი - 13:36, 04 Apr, 2019     1170
"კონსტიტუციის 41-ე მუხლის“ იურისტი გურჯაანის რაიონულ პოლიციას პატიმრის სასტიკად ცემასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს.


ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, თორნიკე ტურიაშვილს და უჩა ილაშვილს, რომლებიც მდინარეზე უკანონოდ თევზაობდნენ, ცეცხლი თავდაპირველად გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა გაუხსნა, თუმცა ფაქტის მიჩქმალვის მიზნით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლება დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს.

ადვოკატის თქმით, მაშინ, როდესაც საქმეში საუბარია იმაზე, რომ ბრაკონიერები თავს დაესხნენ რეინჯერს და მან თავდაცვის მიზნით გაისროლა, გაუგებარია, რატომ აქვს ჭრილობები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურგის არეში.

„იმ ადამიანს, რომელიც ბრაკონიერად იყო წარმოჩენილი, დაახლოებით, ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში და გამორიცხულია, რომ თუ ეს ადამიანი იყო თავდამსხმელი და გარემოს დაცვის თანამშრომელი შუბითიძე იცავდა თავს თავდამსხმელისგან, ასეთ შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ ამ ე.წ. ბრაკონიერს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდეს ზურგის არეში. როდესაც პოლიციელებმა დააკავეს გურიაშვილი და ინაშვილი, ასევე, სხვა ორ პირთან ერთად, მათ მოექცნენ სასტიკად. და ცემით და არაადამიანური მოპყრობით ისინი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის შენობაში. რატომ აგრძელებენ ის პოლიციელები მაინც ვისი იდენტიფიცირებაც მოახდინა ბატონმა უჩა ინაშვილმა და ამის შესახებ აცნობა დაკითხვის დროს პროკურატურას, ეს ადამიანები არიან პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური და ერთ-ერთი პოლიციელი ალექსანდრე შაკიაშვილი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ორი პოლიციელი გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორცილებას,“- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

პოლიცის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებული უჩა ილაშვილი. მისი თქმით, პოლიციაში მას აიძულებდნენ, ჩვენება მიეცა მისი თანხმლები პირის თორნიკე ტურიაშვილი მიმართ, თითქოს ის დაესხა თავს რეინჯერს.

„მცემდნენ, მაიძულებდნენ, რომ მიმეცა თორნიკე ტურიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, რომ მან გახსნა ცეცხლი პირველმა“- აცხადევს ილაშვილი.

მისი თქმით, გურჯაანის პოლიციაში დაკავების შემდეგ 10-მდე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.

„პოლიციაში ცემის დროს მივიღე დაზიანებები თავზე, სხეულის მიდამოებში, მუხლებზე. განყოფილებაში ვიყავი დაკავებიდან მეორე დილის 7 საათამდე. მცემდა 10-მდე პოლიციელი, მაგრამ იდენტიფიცირება ორი პიროვნების მოვახერხე. ესენი არიან: პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური და პოლიციელი ალექსანდრე შაკიაშვილი. მაიძულებდნენ, რომ მიმეცა თორნიკე ტურიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, რომ მან გახსნა ცეცხლი პირველმა. სინამდვილეში, შუბითიძემ გახსნა ცეცხლი, რომელიც იყო შიშველი, საცვლების ამარა. ამის შემდეგ დამაკავეს მეორეჯერ და მედავებოდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობას, თითქოს, თორნიკე ტურიაშვილმა გაუხსნა ცეცხლი რეინჯერს და მე ეს არ ვთქვი,” - განაცხადა უჩა ილაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42