დეპუტატები აღნიშნავენ, რომ პარტიამ შუალედური არჩევნებისთვის თანხის მობილიზება დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, "ოცნებას" "ქართუ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ 50 ათასი ლარი გადაურიცხა. ბიძინა ივანიშვილის ძმამ კი პარტიას 45 ათასი ლარი ჩაურიცხა.
პარტიას მაქსიმალური თანხა 60-60 ათასი ლარი კი 4-მა ბიზნესმენმა გადაურიცხა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ოლიგარქს მომდევნო არჩევნები მხოლოდ მის პირად არჩევნებად მიაჩნია და კვლავ ხალხის მოსყიდვას გეგმავს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად ემზადება ამ არჩევნებისთვის, მათ შორის ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად ღობე-ღობე დაიწყო ამ ადამიანმა სიარული და ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, რომ ამ არჩევნებშიც რაიმეს გაკეთებას კი არ აპირებენ, პირდაპირ აპირებენ ამომრჩევლის მოსყიდვას და ის რომ მხოლოდ მისი გარემოცვა სწირავს თანხას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ესეც გასაგებია, პირდაპირ საკუთარ არჩევნებად თვლის ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს და ახლა ყველა რესურსს, საკუთარ ფინანსებს გამოიყენებს იმისათვის, რომ ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით მოისყიდოს,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი აღნიშნაევნ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ტოტალური კორუფცია მოიცავს ასევე პოლიტიკურ კორუფციას.
"იმ ფულს რომელსაც პარავენ ქართველ ხალხს, ამას იყენებენ იმისთვის, რომ შემდეგ წაართვან არჩევანი და იყიდონ ხმები, მაგრამ მორიგ ჯერზე მათ ექნებათ გაცილებით დიდი პრობლემები, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ წლობით ყოველთვე მათი ამო მრჩეველთა რიცხვი მცირდება," - აცხადებს სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






