„ახალი მოწმე ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გ.ბ-მ მიაყენა“ - პროკურორი მოზარდების მკვლელობის საქმეზე
სამართალი - 17:00, 02 Apr, 2019     1472

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმის პროკურორის განცხადებით, საქმის ახალი მოწმე ლ.ნ. ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გ.ბ.-მ მიაყენა. პროკურორის განცხადებით, მოწმემ გ.ჯ.-სგან მოისმინა, როგორ უყვებოდა მას დანის დარტყმის შესახებ.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი რომ დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რადგან ასე ამბობდნენ, სასამართლო განხილვების ეტაპზე ჯიუტად მიუთითებდნენ ამაზე. ექსპერტიზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

რაც შეეხება ახალ მოწმეს, ბუნებრივია, ყველა მოწმის მოყვანა შეუძლებელი იყო. ადრე მისმა სახელმა გაიჟღერა, მაგრამ არ იყო ცნობილი, რა მნიშვნელოვან გარემოებებზე შეეძლო მას ჩვენების მიცემა. ეს მხოლოდ ახალი გარემოებების ფარგლებში გამოიკვეთა და მისი წარდგენა აუცილებელი გახდა. მიგვაჩნია, რომ ამ მოწმის ჩვენება არის მნიშვნელოვანი ჩვენება. მოწმემ მიუთითა, რომ ტაქსიში ყოფნისას გ.ბ. საუბრობდა, რომ იყო ფარდულში და იქ ყოფნისას ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ-ს გამოხსნას ცდილობდა მსუქანი ბიჭისგან და ეს რომ ვერ მოახერხა, უკან გამოიწია და ხელით მოახდინა მერე დემონსტრირება, წკაპ-წკაპ ვქენიო. მოწმემ ეს გაიგო, რომ დანის დარტყმა იყო სარალიძისთვის. ვსაუბრობთ ფარდულში ყოფნაზე და დადგენილია, რომ სარალიძე სწორედ იქ იყო. ის საუბრობს მსუქან ბიჭსა და ფარდულზე. ნათელია მგონი ყველაფერი“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42