"არ გამოვრიცხავთ, რომ ექსპერიზის დასკვნა გაყალბებულია, დავითს სამტკიცებელი არაფერი აქვს" - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ძალადობას უარყოფს
სამართალი - 15:53, 02 Apr, 2019     1101

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატონ-გრუზინსკის განცხადებას ცილისწამებას უწოდებს. საუბარია ანა ბაგრატონ-გრუზინსკის განცხადებას, რომ 2014 წლის 9 მაისს საგურამოში დავით ბაგრატიონი ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მისივე თქმით, დაკითხვასთან დაკავშირებით მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება, რაც დამტკიცდება. არანაირ ზეწოლას და ძალადობას ქალბატონ ანაზე ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი უკავშირდება ე.წ. სამეფო ტიტულების გაყოფის საქმეს და 90 000 ლარის ქონების გაყოფას. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ხვდება რომ, ორივე პროცესს აგებს.

მიჩნდება კითხვა, დავუშვათ, მართლაც ჰქონდა ამგვარ ფაქტს ადგილი, ხუთი წლის წინ სად იყვნენ და რატომ მაშინ არ გაახსენდათ? ხუთი წელი კიდევ მოეცადათ და უფრო კარგად შეიტანდა საჩივარს. ქალბატონი ანა არასოდეს ყოფილა საგურამოში, ერთი ღამე არ გაუთენებია იმ სახლში. შეიძლება, ერთი-ორჯერ მიიყვანა ბავშვი, სახლში დატოვა და წამოვიდა უკან. მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2012 წელს, მათ შორის ურთიერთობა არის ბავშვიდან გამომდინარე. ექსპერტიზას რაც შეეხება, თუ ექსპერტმა იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, რატომ არ დარეკა პოლიციაში? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ძალიან ცუდად ეჩხირება ამ დავაში. არ გამოვრიცხავთ, რომ გაყალბებულია. თავისუფლება რატომ უნდა აღეკვეთა დავითს ყოფილი მეუღლისთვის, როცა თავისი სურვილით გაწყვიტა ქორწინება ორი წლით ადრე“, - აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42