ანა ბაგრატიონი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით იკითხება.
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მედიასთან ვრცლი კოემნტარი გააკეთა დედოფლის ინტერესების დამცველმა.
ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონის სურვილია, იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, პასუხი აგოს და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს.
„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს.
ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს", - განაცხადა რუხაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამართალდამცავებთან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ამისთვის მზად არ იყო.
ადვოკატის თქმით, ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.
„ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის... ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აცხადებს, რომ მას ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ის 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, ის ვალდებულია, ამ მხრივ გამოძიება აწარმოოს", - აცხადებს რუხაძე.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ როგორ განახორციელა 2014 წელს საგურამოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობა, როცა ისინი არაოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს დაშორებულები იყვნენ, რაზეც უფლებადამცველმა თქვა:
"მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურაოში ბავშვთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე", -განაცხადა რუხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






