ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინჟინრის სარჩელი, რომელიც ყოფილ დამქირავებელს შევიწროებაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს
2008 წლის მაისში დევიდ ჰინგსტმა მუშაობა დაიწყო მელბურნში სამშენებლო კომპანია Construction Engineering-ში. მის ხლმძღვანელი იყო გრეგ შორტი, რომელიც მოსარჩელე ჰინგსტის თქმით, მის სამუშაო ოთახში დღის განმავლობაში 5-6 -ჯერ შედიოდა რათა „გაეკუებინა“. ინჟინერის თქმით, შორტი ამას ხუმრობად მიიჩნევდა. ჰინგსტმა მას „მისტერ კუანა“ შეარქვა, იყიდა დეზოდორანტი და ყოველ ჯერზე როცა შორტი „იმ საქმისთვის“ ოთახში შევიდოდა, ასხამდა. 2009 წლის აპრილში ჰინგსტი სამსახურიდან გაუშვეს.
ჰინსგტი თვლიდა, რომ ის შევიწროების მსხვეროლი იყო და მორალური ზიანის კომპენსაციისთვის 1,8 მლნ ავსტრალიური დოლარი მოითხოვა. 2018 წლის აპრილში მისი სარჩელი ვიქტორიას შტატის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ჰინგსტი არ დანებდა და სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.
სასამართლო პროცესზე შორტმა ყოფილი თანამშრომლის ბრალდებები უარყო. მისი თქმით, მან ერთი-ორჯერ გაიხუმრა და თავი მოაჩვენა, თითქოს „ჰაერს აფუჭებდა“, სხვა შემთხვევები კი ვერ გაიხსენა. რაც შეეხება სამსახურიდან გაშვებას, შორტმა ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისით ახსნა.
შორტი მიჩნევს, რომ მისი მეტეორიზმი ჰინსგტმა შეურაცხყოფად თავისი გერმანული წარმოშობის გამო მიიღო:
„ჩვენ ავსტრალიელები, ვიზრდებით იმ შეგნებით, რომ ეს ნორმალურია, და ზოგჯერ ხდება.“- განაცხადა მან.
საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჰინგსტის მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება, გაზების გაშვება ვინმეს შევიწროვებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
ჰინგსტი დანებებას არც ამჯერად აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს, რომელიც ავსტრალიაში სასამაროლო იერარქიის ბოლო ინსტანციაა.
მასალის გამოყენების პირობები






