"ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატიოს საქმიანობაში უხეში ჩარევა - " ადვოკატთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 12:34, 01 Apr, 2019     781
ადვოკატთა ასოციაცია ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატიოს საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მომართა ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ, რომლის განმარტებით, 2019 წლის 29 მარტს, ქალაქ ბათუმში, მის საადვოკატო ბიუროში, კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში, ოფისში უხეში ფორმით შეიჭრნენ სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირები, რომლებმაც მოქალაქე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის განმარტებით, სამართალდამცავებს წინააღმდეგობას ისედაცარავინ უწევდა და უფრო მეტიც, ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მოქალაქე ნებაყოფლობით აპირებდა პოლიციის განყოფილებაში მისვლას.

პოლიციელების მხრიდან ძალის უხეშმა დემონსტრირებამ საადვოკატო ბიუროში გამოიწვია არეულობა და ქაოსი, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა იქ მყოფი პირების როგორც უსაფრთხოება, ისე კლიენტისა და ადვოკატის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. ამასთან, ადვოკატს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატ პაატა ნაკაიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებსა და ძალის დემონსტრირებაში მონაწილეობდა საქმეში სავარაუდოდ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელიც.
“ადვოკატთა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად - დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული ინციდენტი და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპების, კერძოდ - დამოუკიდებლობის, კლიენტთან კომუნიკაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევას.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლონ ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის და საადვოკატო ბიუროში ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტები და მოახდინონ დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42