ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი არის... სოკო
ეს საინტერესოა - 17:37, 30 Mar, 2019     3843

თუ იკითხავთ, რა არის ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი ჩვენს პლანეტაზე, ბევრი გეტყვით, რომ ეს არის ლურჯი ვეშაპი, მაგრამ ეს შეცდომაა - პირველობის გვირგვინი ეკუვნის... სოკოს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი მანჭკვალას - Armillaria mellea-ს ნათესავია.

მართლაც, დღეისთვის დედამიწაზე აღმოჩენილი ყველაზე დიდი ორგანიზმია სოკო-მონსტრი - Armillaria ostoyae, რომელიც ორეგონის შტატში, მალურის ნაკრძალში მდებარეობს. იგი 1998 წელს აღმოაჩინეს. სოკო მოდებულია 10 კვადრატული კილომეტრის ფართობზე და 600 ტონას იწონის. შთამბეჭდავია მისი ასაკიც - ის ადამიანზე მხცოვანია და მინიმუმ 8500 წლისაა. ამასთან, სოკო "ღორმუცელაცაა", მისი ფესვები ხეების ფესვებს ეხვევა და ღუპავს მათ. სწორედ ხეების მასიური დაღუპვის მეშვეობით მოხდა მისი აღმოჩენაც. ბიოლოგებმა, რომლებიც ხეების დაღუპვის ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მიწის ზედაპირზე არსებული სოკოების დაჯგუფებები ერთიანი გიგანტური ორგანიზმის ნაწილებია.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლამდე გიგანტური ცოცხალი ორგანიზმის ტიტულს მეორე სოკო (Armillaria gallica) ფლობდა, რომელიც 1985 წელს მიჩიგანის შტატში აღმოაჩინეს. იგი 10 ჰექტარზეა მოდებული 450 ტონას იწონის და 2500 წლისაა. მიჩიგანელი სოკოც ხეებით იკვებება და ტყის მთელი მასივი აქვს გაჩეხილი.

ბიოლოგები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული დედამიწაზე სხვა მსგავსი გიგანტური სოკოებიც იყოს გავრცელებული, რომლებიც ჯერ ადამიანს არ უნახავს, ან ყურადღება არ მიუქცევია.

საქმე იმაშია, რომ სოკოები შედგებიან არა მარტო დედამიზის ზედაპირზე ამოზრდილი ყველასთვის ცნობილი ნაყოფისგან, არამედ მიწაში მდებარე სოკოს ვეგეტატიური სხეულისგან ე.წ. მიცელიუმისგან, რომელიც შედგება წვრილი, ერთმანეთში გადახლართული ძაფებისაგან. მანჭკვალისებრთა ოჯახის სოკოების მიცელიუმი ერთგვარი პარაზიტია და ცოცხალი, დაავადებული ან გამხმარი ხეების ფესვებით იკევებება.

ამასთან, ამ სოკოების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად გავრცელების დიდი არეალისა და ასაკისა ამ სოკოებმა ძალიან მცირე მუტაცია განიცადეს 100 მილიონი წყვილი ნუკლეოტიდებში მხოლოდ 163 ცვლილებაა დაფიქსირებული. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლია ახსნან სოკოს დნმ-ს ასეთი მდგრადობა. ზოგი თვლის, რომ მათ სპეციალური მექანიზმი აქვთ, რომელიც მათ ეხმარებათ გენომის ზუსტ კოპირებაში. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ორგანიზმის დიდი ნაწილი მიწაში მდებარეობს და სოკოს უარყოფითი ფაქტორებისგან იცავს, მათ შორის მზის სინათლისგან.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ფენომენის ამოხსნა მათ დაეხმარებათ დაამარცხონი ისეთი დაავადება, როგორიცაა სიმსივნე. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადებისას მუტაციები ორგანიზმის კონტროლიდან გამოდის. სოკოს მუტაციებისადმი მდგრადობის ამოხსნამ შეიძლება კიბოს მუტირებული უჯრედების გავრცელება შეაჩეროს. ამას გარდა დნმ-ის სტაბილურობის შესწავლა არამარტო ახსნის კივოს უჯრედების არასტაბილურობის არსს, არამედ ონკოდაავადებათა მკურნალობის ახალი მეთობის შემუშავებაშც დაეხმარება ექიმებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42