სიცხე მისცა წუხელ... დილით ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს" - რა გახდა ქარელში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი
შემთხვევა - 18:16, 29 Mar, 2019     5404
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა ქარელში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - მცირეწლოვანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვეეს.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვს ჩაეძინა, დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

„სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, მამასთან ეძინა ყოველთვის, მარტო ახლა კი არა... დილის 06:00 საათზე შემოვარდა ბიჭი და ბაბო, რაღაც ბავშვი ცივიაო, მომარბენინებდა ხელით და მოდი, აბა, ნახე, რა სჭირს, რა მოუვიდა ბავშვსო და ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს. აქ დაყავდა ხოლმე ამბოლატორიაში, აცრებზე, გასინჯვაზე, თუ რამე პრობლემა იქნებოდა, მიყავდა ხოლმე. არაფერი არ სჭირდა ამ ბავშვს, ასე უცებ არ ვიცი,“ - თქვა ლენა რუტინსკიმ.

პედიატრი, თამარ ოქროპირიძე იხსენებს, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მცირეწლოვნის უფროსი ძმა ფილტვების ანთებით ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაამისამართა.

„ოთხშაბათს უფროსი შვილი მომიყვანა დედამ, იმას ფილტვების ანთება დავუდგინე და გავაგზავნე საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ოჯახს წამლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ბავშვები ძალიან შეუფერებელ პირობებში იზრდებიან. გავაგზავნე, გადავურეკე პედიატრსაც, გავაკონტროლე, ბავშვი დააწვინა, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ფილტვების ანთება დაუდგინდა. მეორეც წაუყვანია სასწრაფოს, ისიც ცერემბრალური დამბლით არის ბავშვი, ორი დღის მერე ისიც დაწვა,“ - ამბობს პედიატრი.

ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ლია გოჩაშვილი ადასტურებს, რომ ამ ოჯახიდან ორი ბავშვი გადის მკურნალობის კურსს.

„ბავშვზე, რომელიც ბინაზე დაიღუპა, არც ოჯახის ექიმს არ უნახია და არც ჩვენთან ექიმთან არ ჰყოლიათ. მე როგორც ვიცი, ბებიის გადმოცემით, არც მკურნალობა არ უტარდებოდა ბინაზე, თუმცა, იმასაც აღენიშნებოდა, ბებიის თქმით, გრიპოზული მოვლენები,“ - განაცხადა ლია გოჩაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42