21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ადვოკატთან გასაუბრებისთვის მივიდა, რა დროსაც პოლიცია ადვოკატის კაბინეტში შევიდა და ახალგაზრდა დააკავა.
ქობულეთში პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად 2 დღის წინ დაუპირისპირდნენ. თვითმხილველთა თქმით, ხელჩართულ ჩხუბში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რა დროსაც ადგილზე პოლიციის ორი თანამშრომელი გამოჩნდა და ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ორი მათგანი დაშავდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
დაშავებული სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






