თაღლითობა არჩევნების სახელით და მილიონობით ლარის მითვისების მცდელობა - სუსმა 4 პირი დააკავა
სამართალი - 11:40, 28 Mar, 2019     2693
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას.
"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42