ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულ შმაგი დოლიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. შმაგი დოლიძემ სასამართლო სხდომაზე ყველა დასმული შეკითხვა პასუხის გარეშე დატოვა და აღნიშნული დუმილის უფლების გამოყენებით ახსნა. პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავბშირებით, სრულად დააკამაყოფილა. წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, შმაგი დოლიძემ საკუთარ მეუღლეს ცივი იარაღით 7 ჭრილობა 24 მარტს მიაყენა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, სილამაზის სალონ „მირაჟში“ მოხდა. დაჭირილი თამარ ლომიძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები






