რატომ შორდებიან წყვილები შვილის გაჩენის შემდეგ - 7 მთავარი მიზეზი
ეს საინტერესოა - 15:22, 27 Mar, 2019     4715

წყვილების დიდი ნაწილი შვილის გაჩენის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილებას იღებს. ადამიანები ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ, რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებაში ბავშვმა. ისინი მოუმზადებლები ხვდებიან ყოველივეს და ახალ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. ვნახოთ, რა არის მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც შვილის გაჩენის შემდეგ წყვილები ერთმანეთს შორდებიან.

1. კომუნიკაციის ნაკლებობა - ბუნებრივია, რომ უფრო რთული ხდება პარტნიორთან მშვიდად საუბრისთვის დროის გამონახვა. გამუდმებით ბავშვზე ზრუნვით ხართ დაკავებულები, მას უწყვეტი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, თქვენს საჭიროებებზე პარტნიორს ვეღარ ესაუბრებით. მუდამ დაღლილები ხართ და დროსთან ერთად, შესაძლოა, სურვილიც არ გაქვთ საუბრის, რაც რა თქმა უნდა, ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს.

2. დაძაბულობა - იყო მშობელი არ არის მარტივი და ეს განსაკუთრებით რთულია ახალბედა მშობლებისთვის. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ მშობლის ტვირთი მარტო გაწევს, მხოლოდ შენ გაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა და პარტნიორი არ იზიარებს მას. ხარ სტრესში და მუდამ დაძაბული. ეს რომანტიკულ ურთიერთობაში ბზარის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია.

3. ცხოვრება ქაოსური ხდება - როცა ბავშვი იბადება, ცხოვრება მთლიანად იცვლება. პარტნიორისთვის ცოტა დრო რჩება, ხოლო საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ გაქვთ და ხანდახან ფიქრობთ, რომ ცხოვრების გაკონტროლება აღარ შეგიძლიათ, რადგანაც ის წარმოუდგენლად ქაოსური გახდა. წყვილების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ შორდება ერთმანეთს, რომ ვერ უმკლავდებიან ცხოვრების ახალ რიტმს და ვერ ახერხებენ ქაოსის დალაგებას.

4. ბავშვის გაჩენის შემდეგ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თითქოს უმნიშვნელო ხდება - სასიყვარულო ურთიერთობა მეორე პლანზე ინაცვლებს. ასე ხდება იმ შემთხვევაში, როცა წყვილები მზად არ არიან ბავშვისთვის და არ აქვთ გააზრებული, თუ როგორ შეიძლება დროის გადანაწილება ყველაფერზე. საბოლოო ჯამში, ყოველივეს გავლენით ურთიერთობა ცივდება და წყვილები დაშორების გადაწყვეტილებას იღებენ.

5. ძილის რეჟიმის დარღვევა - ეს არის მიზეზი, რომელმაც შეიძლება ყველაზე მყარი ურთიერთობაც კი დაანგრიოს. როცა არ გყოფნით ძილი, უხასიათო და აუტანელი ხდებით და თქვენ არ ხართ გამონაკლისი. ნებისმიერ ადამიანს ასე ემართება. უძილობა გარდა ხასიათის ცვლილებისა, საღად აზროვნების შესაძლებლობას აქვეითებს და გადაწყვეტილებების რაციონალურად მიღების უნარს გიკარგავთ.

6. ბავშვი, როგორც ურთიერთობის მოგვარების საშუალება - ზოგჯერ წყვილები ბავშვს ურთიერთობის მოგვარების მიზნით აჩენენ. ფსიქოლოგების განმარტებით, ბავშვის გამოყენება ამ მიზნით ცუდი იდეაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მეთოდს და ჰგონიათ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ურთიერთობაში პრობლემები მოგვარდება. რეალურად კი ასე არ არის. ბავშვის გაჩენა ურთიერთობას ვერ მოგიგვარებთ.

7. მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ფაქტია, მაგრამ ქალების დიდ ნაწილს მშობიარობის შემდგომი დეპრესია სტანჯავს, რომელიც გარშემომყოფების მიერ უგულებელყოფილია და არავის ესმის, რატომ შეიძლება იყოს ქალი შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესიაში. როგორც წესი, ქალებიც მალავენ თავიანთ შინაგან მდგომარეობას, ამას უმალავენ პარტნიორსაც.


წყარო: Trend.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42