პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ უთხრა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ამოღებულია მობილური ტელეფონი.
„აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი. სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, რომ თითქოს გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე „იუთუბიზე“ ატვირთვა. ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, - აცხადებს მეზვრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






