შვედური მედიის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი ნაჯახი იყო, რომელიც მანკომ მსხვერპლს ორჯერ ჩაარტყა.
მკვლელობის შემდეგ მან ცხედრის ჩანთაში ჩადება გადაწყვიტა, თუმცა მოკლული მამაკაცის სიმძიმის გამო ჩანთის აწევა ვერ შეძლო, ამის გამო მან სხეული დაანაწევრა, მოაჭრა თავი, ხელები, სასქესო ორგანო, ნაწილი მდინარეში გადაყარა, ყველაზე მძიმე ნაწილის-ტორსის მდინარემდე მიტანა ვერ შეძლო და ის ნაგავში გადააგდო.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთერთმა ადგილობრივმა მდინარეში სხეულის ნაწილები შეამჩნია, წყალში თავი, ხელი და ფეხი იყო.
გამოძიებისას დადგინდა, რომ მანკო რუსეთშიც მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. შვედეთში ის 2018 წლის აპრილში ჩავიდა. სექტემბერში კი კალიქსის ლტოლვილთა თავშესაფარში ადგილიც მიიღო. მისი მსხვერპლი, საქართველოს მოქალაქე შვედეთში არალეგალურად იმყოფებოდა და მანკომ მას რამდენიმე დღით თავის ოთახში შეფარება შესთავაზა.
გამოძიებამ არ დაადასტურა მანკოს ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავს იცავდა, რადგან მის სხეულზე არანაირი ძალადობის ნიშანი და დაზიანება არაა.
მკვლელობა 23-24 ოქტომბერს მოხდა.









მასალის გამოყენების პირობები






