ჯეკ შეფარდი საფრთხეების მიუხედავად შესაძლოა ექსტრადირების შუამდგომლობას დაეთანხმოს - ადვოკატი
სამართალი - 09:33, 26 Mar, 2019     1041
ინტერპოლით ძებნილ ჯეკ შეფარდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა შეფარდის სიცოცხლე საფრთხე დაემუქროს. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში მუქარის შემცველ წერილებს იღებს.

„ეგზავნება წერილები მას დღესაც ციხეზე. ხშირად, წერილებში არის როგორც მისი ღირსების მიმართ მიმართული კონკრეტული ციტატები ან მუქარის წერილები. არსებობს საშუალება, რომ მან განსაკუთრებული უსაფრთხოება მოითხოვოს ციხეზე და გამოიყენოს ეს უფლება ცხადია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ მოიქცევა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ რეალური საფრთხის მიუხედავად შეფარდს სურვილი აქვს სხდომებს დაესწროს.

„ჩვენ გარკვეული საფრთხეები ჩვენი აზრით, ნამდვილად გამოკვეთილია მის მიმართ. თუმცა, იმდენად დიდია მისი სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში, შესაძლოა ამ საფრთხეების მიუხედავად, ის დაეთანხმოს ექსტრადირების შუამდგომლობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბრიტანეთის სასამართლომ ჯეკ შეფარდს შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება კი შეფარდისოჯახმა სააპელაციოში გაასაჩივრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42