პროკურორი მიიჩნევს, რომ მალზახ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს
სამართალი - 23:47, 25 Mar, 2019     1181

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ყველა წარდგენილ ბარლდებაში დამნაშავედ სცნო.


ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელიც იყო. პროკურორი მიიჩნევს, რომ კობაურს სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო სასამართლომ უვადო პატიმრობა უნდა განუსაზაღვროს.


„ნაფიცმ საჯულთა სასამართლო მიერ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში ერთხმად იქნა დამაშავედ ცნობილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია, ეს მოულოდნელი არ იყო. ბრალდების მხარე, მალხაზ კობაურის პასუხისგებაში მიცემის დღიდან, არაერთი ბრიფინგი და განცხდება ვიხილეთ, რომ თითქოს გამოძიება ტარდებოდა არასრულყოფილად და თითქოს გამოძიებაში იყო ხარვეზები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამოძიება წარიმართა რულყოფილად, ობიექტურად და საქმეზე მოპოვებული იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოში წარვადგინეთ. ამას ადასტურებ ის, რომ ყველა ნაფივმა მსაჯულმა ერთხმად დაუჭირა მხარი გამამტყუნებელ ვერდიქტს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულთა ამ შემადგენლობის თითოეულ წევრს, მათ მართლაც ღირსეულად შეძლეს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება და ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ასეთი ღირსეული წევრები და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართველი ერი არ შეეგუება ასეთ საშინელ დანაშაულს და ყველა დანაშაული იქნება პასუხგაცემული“, - განაცხადა დათუკიშვილმა.


12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გამუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარე კმაყოფილია გადაწყვეტილებით, დაცვის მხარე კი გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42