დაახლოებით სამ საათში, 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა მალხაზ კობაური სმიტების სასტიკ მკვლელობაში. თუ ისინი დაასკვნიან, რომ კობაური დამნაშავეა, განაჩენს უკვე მოსამართლე გამოიტანს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ წარადგინეს ყველა მტკიცებულება, რომელიც კობაურის ბრალეულობას ადასტურებს.
„დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა დასკნითი სიტყვა, რის შემდგომაც სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. აღნიშნულის შემდგომ, მხარეებმა ვისარგებლეთ რეპლიკის უფლებებით, რის შემდეგაც, ბრალდებულს ჰქონდა საბოლოო სიტყვა. ჩვენს მიერ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მალხაზ კობაურის მიერ. შესაბამისად, ერთადერთი ვერდიქტი, რომელსაც ველოდებით ბრალდების მხარე და ვართ დარწმუნებულები, ეს არის გამამტყუნებელი ვერდიქტი.“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






