გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, თავის დროზე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ კი კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.
„ეს გადაწყვეტილება არის უკვე კანონიერ ძალაში შესული. იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვალდებულია ახლა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისია იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ იმსჯელონ დაუყოვნებლივ და გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






