„ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნება გამოტანილი“ – პროკურორი
სამართალი - 12:00, 25 Mar, 2019     862

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმე – ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მალხაზ კობაურის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგება. საქმის პროკურორიეს ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოძიებამ არა ერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, რომლის მიხედვითაც მკვლელობა სწორედ მალხაზ კობაურის მიერაა ჩადენილი:

"ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ურთიერთშეჯერებულია და ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ. ბრალდების მხარე დღეს დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ შეაჯამებს აღნიშნულ მტკიცებულებებს. ჩვენს მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეზე ერთადერთი, სწორი და სამართლიანი ვერდიქტი იქნება გამოტანილი, რაც გამამტყუნებელი ვერდიქტია", - განაცხადა დათუკიშვილმა.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვა მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42