თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის აპრილში, კალიფორნიაში, Space 2.0-ის კონფერენციაზე დაანონსდა, რომ დაგეგმილია კოსმოსური სადგურის Aurora Station-ის შექმნა, რომელიც კოსმოსური მსურველებს მოემსახურება.
თუ თქვენ გსურთ დედამიწის გარშემო კოსმოსში იმოგზაუროთ, 2022 წლიდან (სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი Aurora Station-ის გაშვება კოსმოსში), შეგიძლიათ ბილეთში 9,5 მილიონი დოლარი გადაიხადოთ, 12 დღის განმავლობაში იცხოვროთ სუპერ-თვითმფრინავის ბიზნეს კლასის სალონის ზომის სათავსოში, 12 დღე-ღამის განმავლობაში იტრიამოთ დედამიწის ირგვლივ და ულამაზესი ხედებითა და ატმოსფერული მოვლენებით დატკბეთ. პროექტის ავტორები იმასაც გვარწმუნებენ, რომ Aurora Station-ის სტუმრებს, როგორც ნამდვილ ასტრონავტებს, საკუთარი შარდის გადამუშავების შედეგად მირებული წყლის დალევა არ მოუწევს.
თუმცა, ერთგვარი მსგავსება მაინც იქნება - 4 სტუმარი და 2 ასტრონავტი იგივე საძილე ადგილებში დაიძინებენ, როგორშიც პროფესიონალი კოსმონავტები, საკვებიც გაყინულ-გამომშრალი და, რა თქმა უნდა, კოსმოსური გადატვირთვებიც ხომალდის აფრენა-დაჯდომის დროს სტანდარტული იქნება. მეტიც - კოსმოსური ვოიაჟი მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება - თვენ შესაბამისი ჯანმრტელობა უნდა გქონდეთ და ამისთვის შემოწმებების მთელი სერია გფელით წინ.
მიუხედავად ძვირი ფასისა, იდეის ავტორი კომპანია Orion Span-ი ირწმუნება, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, მათ ოფისში მსურველთა რიგები დგას და 7 თვის ბილეთები უკვე დაჯავშნილია.
მასალის გამოყენების პირობები






