სააპელაციო სასამართლო ღვინის ქარხნის მეპატრონეებს მიზანმიმართულად აკოტრებს
სამართალი - 12:27, 22 Mar, 2019     2163

თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ისტორიული შენობის ბედი, რომელშიც ღვინის ქარხნაა განთავსებული კვლავ გაურკვეველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუკრვეველი მიზეზითა და ვადით გადადებული პროცესი, რაც საქმეზე საბოლოო ვედიქტის გამოტანას აჭიანურებს, ქარხნის მეპატრონეებს ყოველდღიურ მატერიალურ ზიანს აყენებს.

„ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის პროცესის გადადების მიზეზი თან იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის განახლების თარიღს სასამართლო ამ დრომდე არ ასახელებს. ბოლოს ჩემთან კომინიკაცია ქონდა საქმის განმხილველი მოსამართლის ქეთევან მესხიშვილის თანაშემწეს და მაცნო პროცესის გადადება. ამ სხდომამდე იყო არა ერთი სხდომა და არსებობდა ყველანაირი საფუძველი, რომ სწორედ ამ გადადებულ სხდომაზე საქმე აპელაციაში დასრულებულიყო. გაურვეველი მიზეზით საქმის გადადება არის სრული აბსურდი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციანშია 2014 წლის დეკემბრიდან. ანუ თითქმის ხუთი წელია საქმეს სასამართლო განიხილავს და ქონებას ადევს ყადაღა, ეს არის დამაგრეველი ბიზნესისთვის - კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არის ბეწვზე”, - აცხადებს შპს "არტ ღვინოს” ადვოკატი არჩილ თაბაგარი “ნიუპოსტისთვის” მიცემულ კომენტარში.

მისივე თქმით, ხუთი წლის განმავლობაში ყადაღის ქვეშ კომპანიის ყოფნა, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი განახლება, რეაბილიტაცია, რადგანაც ეს ობიექტი არის საკმაოდ ძველი და სჭირდება დიდი კაპიტალდანახარჯი, ფაქტობრივად გაუსაძლისია.

„დღემდე ხდება დამფუძნებლების პირადი სახსრებით ობიექტის შენახვა. ამის შესახებ საქმის კურსშია ყველა - ბიზნესომბუდსმენიდან დაწყებული, სხვა ყველა ინსტანციით დამთავრებული და ამის მიუხედავად არანაირი საშველი არ ჩანს”, - აცხადებს თაბაგარი.

კითხვაზე, “ხომ არ არის საქმეში ცალკეული გარეშე პირების ინტერესი და იკვეთება თუ არა გავლენა სასამართლოზე ან სხვა სტრუქტურაზე?”, არჩილ თაბაგარი პასუხობს: “პირადად მე, არჩილ თაბაგარს, ადვოკატს მგონია, რომ არის. ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აქ ხდება რაღაცა სახის მანიპულაცია. ფაქტია რომ ამ მანიპულაციას აქვს ერთი მიზანი - ობიექტი ამყოფონ მუდმივად სასამართლო დავის რეჟიმში. ანუ, ობიექტს რომ ჰქონდეს სტატუსი - არის სასამართლო დავის ქვეშ. აშკარად კერძო საკუთრების წართმევის პრეცენდენტზე ვერ ვისაუბრობ, ჯერ არ მაქვს ასე ხელი ჩაქნეული საქართველოზე. ამიტომ მათ იციან, რომ ასე პირდაპირ საკუთრების წართმევა ვერ მოხერხდება, რადგან ქონების ამჟამიდელი მესაკუთრეეები არიან აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მფლობელები და არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან”.

ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად საქმე არის “იურიდიული პინგ-პონგის” რეჟიმი, რადგან საქმემ სამი ინსტანცია გაიარა და ისევ სააპელაციოში დაბრუნდა.

“მე როგორც პიროვნებას მაქვს ჩემი შეხედულება - ამ შეხედულებაზე ვრჩები როგორც ადვოკატი და ამ საქმის წარმომადგენელი. ანუ ვფიქრობ, მოხდა გარკვეული სახის ჩარევა იმისათვის, რომ საქმეზე არ დამდგარიყო შედეგი და დავის სტატუსი შენარჩუნებულიყო. საქმე მთავრდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო - ანუ ჩვენ გავმართლდებოდით, როგორც აქამდე გავმართლდით ყველა სხვა ინსტანციაში. ეს არ აწყობდათ ჩამი აზრით. ოდესმე ამასაც ექნება დასასრული. მაგრამ ვიმეორებ- სამწუხარო ის არის, რომ სხდომა გადადეს და თარიღი არ გვითხრეს. “არ ვიცი როდის იქნება”, ეს პასუხი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომდენიმე დღის წინ “ნიუპოსტმა” გამოაქვეყნა შემდეგი პუბლიკაცია: საკუთრების დაცვის თემა და სამართლიანი სასამართლოს საკითხი თანამედროვე საქართველოში პერმამენტულად იჩენს თავს. ამჯერად ყურადღებას იპყრობს თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ბედი.

ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, რომელთაც მართლზომიერად და კეთილსიდისიერად შეიძინეს ქონება, იმედგაცრუებულნი არიან. მათი საკუთრება არის საფრთხის ქვეშ, ხოლო მათ მიერ გაღებული ინვესტიცია დროში გაურკვეველი ვადით არის სრულიად "გაყინული".

ღვინის ქარხნის მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, რაც მესაკუთრეებს უჩენს გონივრულ ეჭვს მოსამართლეებზე ზეწოლის და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესახებ.

მესაკუთრეების და არა მხოლოდ მათი ეჭვი საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესახებ ყოფილ მთავარ პროკუროს, არჩილ კბილაშილს უკავშირდება, რომელიც მეორე მხარის ინტერესების დამცველად გამოდის. ანუ, მას შემდეგ რაც უზნაესმა სასამრთლომ ორ ინსტანციაში მოგებული საქმე სააპელაციოს დაუბრუნა გაჩნდა კითხვა: ხომ არ ისარგებლა ბოროტად საკუთარი "კავშირებით" და მოახდინა გავლენა უზენაესი სასამართლოს განმხილველ მოსამართლეებზე არჩილ კბილაშვილმა? სხვაგვარად სრულიად შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს იმ უპრეცედენტო დასკვნებს, რომელსაც ასე უხვად შეიცავს ხსენებული გადაწყვეტილება და რომელიც წარმოდგენს იურიდიული მანიპულაციების გამოყენების ნათელ მაგალითს. მით უფრო, რომ უზენაესი სასამართლოს “მოსაზრებები” ცალკეულ შემთხვევებში ემთხვევა კბილაშვილის “მოსაზრებებს” საქმესთან დაკავშირებით.

საქმის არსი კი ასეთია, თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2013 წელს შპს "არტ ღვინომ" ფიზიკური პირი ვლადიმერ კვარაცხელიასაგან 4 000 000 აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100% წილი კომპანია შპს "კატრი კაპიტალში" (ს/კ: 404401544). ვლადიმერ კვარაცხელია მისი კუთვნიილ კომპანია შპს "კატრი კაპიტალის" მეშვეობით საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი მისი ქონება ჩადებული ქონდა თიბისი ბანკში. ვლადიმერ კვარაცხელია ამ დროისთვის ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება კი პრაქტიკულად გადასული იყო თიბისი ბანკის სრულ განკარგვაში. ამავე წელს შპს "არტ ღვინომ" საქართველოს ბანკისაგან 5 550000.00 ლარად გამოისყიდა ქონების მეორე ნახევარიც.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების - შპს "არტ ღვინოს" - მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება "სავანე ღვინის #1 ქარხანა". მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

ყოფილი მთავარი პროკურორი ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამ დროისთვის კვლავ დაუბრუნდა საადვოკატო საქმიანობას, ითხოვდა, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება - ღვინის ქარხნის ტერიტორია მასზე არსებული შენობებით - სრულად ჩამორთმეოდა მის მესაკუთრეებს და გადასცემოდა სს "სავანე – ღვინის #1 ქარხანას". აღნიშნულის საფუძველს კბილაშვილისთვის წარმოადგენდა თურმე ის გარემოება, რომ 2004–2006 წლებში აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება სს "სავანე – ღვინის #1 ქარხანამ" დაკარგა მისი დირექტორების და აქციონერთა ერთი ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ იმდროინდელი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები.

საყურადღებოა ის გარემობა, რომ არჩილ კბილაშვილი არ უარყოფს და პირიქით აღიარებს კიდეც, რომ წლების წინ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ ფაქტებთან არ ჰქონიათ.

2015 წელს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლომ - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი - დააკმაყოფილა არჩილ კბილაშვილის მოთხოვნა და ყადაღა დაედო "ღვინის ქარხანის" მთელ ტერიტორიას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების მესაკუთრეებს აეკრძალათ კერძო საკუთრების არა თუ განკარგვა, არამედ მისი გაქირავება და მასზე ნებისმიერი სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებაც კი.

ამავე წელს, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. თუმცა სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-მ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა.

ერთი წლის შემდეგ - 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც - შემადგენლობით ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე - სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

ამის მიუხედავად სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

დაინტერესებული და საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ტაქტიკა იყო კბილაშვილს მიერ არჩეული. რადგან მან “წინასწარ იცოდა” რა გადაწყვეტილებას მიაღებინებდა უზენაეს სასამართლოს.

2018 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შემადგენლობით ბესარიონ ალავიძე ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, როგორც იტყვიან თავზე გადაახია საქმე ორ ქვედა ინსტანციას და ორი ინსტანციის მიერ საფუძვლიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, "ახლიდან შესწავლის" მოტივით, განსახილველად უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თუ საქმეში ჩახედული პირების კომენტარებს მოვისმენთ, ისინი აცხადებენ, რომ კბილაშვილი დარწმუნებულია სააპელაციო სასამართლოს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ხოლო შემდგომ უზენაესი ყოველგვარი “ახალი შესწავლის” გარეშე ამჟამინდელ მფლობელებს ქონებას წაართმევს.

ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი - პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე.

აღნიშნული საქმეც და კბილაშვილის სამართლიანობაც, როდესაც მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამჟამიდელ მესაკუთრეს ქონება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით აქვს შეძენილი და კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ მაინც ცდილობს ქონების წართმევას, თვალნათლივ მიუთითებს სამართლიანობის როგორი გაგება აქვს მას. იმასაც, თუ როგორ “თავდაუზოგავად” იბრძოდა შერჩევითი სამართლიანობის აღსადგენად მთავარი პროკურორობისას და იმასაც, თუ როგორ იყენებს პროკურორობიდან გამოყოლილ გავლენებს.

საქმეში კბილაშვილის მონაწილეობის და საწადელის ადვილად მიღწევის ცდუნებაზე და დაინტერესებაზე არსებობს დამატებითი ფაქტებიც, რომლის გადამოწმებას და დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომპროცესი დასკვნით ეტაპზე კაურკვეველი მიზეზით და ვადით გადადო.

თუმცა, ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ კბილაშვილს არანაირი პრეტენზია არ აქვს 2004-2006 წლებში სს "სავანე – ღვინის #1 ქარხნის" დირექტორებთან და აქციონერთა ერთი ნაწილთან, რომელთა ქმედებებს, როცა ამის სურვილი აქვს დანაშაულებრივსაც უწოდებს და თან ირიბად აღიარებს ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებას.

კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოსთვის საკუთრების კეთილსიდისიერი შეძენა და ფლობა არაფერს ნიშნავს, როცა მათი ინტერესებზე თუ გავლენის ქვეშ მოქცევაზეა საუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42