ახალი სკანდალური დეტალი, რომელიც სმიტების მკვლელობის გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს
სამართალი - 12:10, 22 Mar, 2019     18289
ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, 20 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი "ნიუპოსტთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მოკლული რაიან სმიტის ცხედარი დანაშაულის ადგილიდან მდინარეს არ ჩამოუტანია და გვამი ადამიანების ჩარევით გადაადგილეს.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, საექსპერტო კომპანია "დელტას" მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდების მხარე ტყუის, როცა ამბობს, რომ ცხედრები მდინარემ დანაშაულის ადგილიდან ჩამოიტანა. უფლებადამცველის თქმით, ეს ახალი გარემოება რეზონანსულ საქმეზე რეალობას ცვლის.

"ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა ავითარებდა, რომ მოკლული რაიან სმიტის გვამი წყალმა ჩამოიტანა, ახალი მტკიცებულებით არ დასტურდება. უფრო კონკრეტულად, საექსპერტო კომპანია "დელტამ" საქმეში ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლიც რეალობას ცვლის. ამინდის პროგნოზის კვლევით დაკავებულმა კომპანიამ, შესაბამისი კომპეტენტური ტექნიკური აღჭურვილობით, გადაამოწმა და დაადგინა, რომ მკვლელობის დღეს, 6 ივლისს ღამის საათებში არ წვიმდა, ბრალდების მხარე კი ირწმუნება რომ 18:00 საათზე წვიმდა და ამის შედეგად ჩამოიტანა გვამი მდინარემ დაახლოებით 2 კილომეტრამდე. ამ გარემოებას ჩვენ თავიდანვე ეჭვქვეშ ვაყენებდით.

სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 6 ივლისს 12:13 საათზე დაიწყო წვიმა და 17:59 საათზე დასრულდა. შემდეგ აღარ უწვიმია, თუმცა გამოძიება გვარწმუნებდა, რომ ხადას ხეობაში მთელი ღამე წვიმდა და ცხედარი წყალმა დანაშაულის ადგილიდან 1,700 კილომეტზე ჩამოიტანა. ექსპერტიზამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გვამი გადაადგილებულია არა ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად, არამედ ადამიანების ჩარევით"- განუცხადა "ნიუპოსტს" ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, რადგან გამოძიებას გვამის მდინარეში აღმოჩენის შესახებ ვერსია არ ჰქონდა, თქვეს, რომ ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა რაიან სმიტის ცხედარი მკვლელობის ადგილიდან 2 კილომეტრზე.

"6-ში გვამებს ეძებენ გამოცდილი გამომძიებლები, ექსპერტები და მაშველები, თუმცა ვერ პოულობენ, შემდეგ უცებ, 7-ში დილით, ბავშვს ხედავენ ხეობაში, შსაძლო დანაშაულის ადგილზე და იქიდან 2 კილომეტრში ხედავენ კაცის გვამს შიშველ მდგომარეობაში და შემდეგ განავითარეს ვერსია, რომ წყალმა გახადა ტანსაცმელიო. ვერსია, რომ გვამი წყალმა ჩამოიტანა არის ტყუილი და ამას დოკუმენტალურად ვადასტურებთ"- აღნიშნა ადვოკატმა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42