ახალკაცი ირწმუნება, რომ პოლიციამ ის სასტიკად იმ დროს ცემა, როცა ტაქსის მძღოლს გამოესარჩლა.
ახალკაცი "კურიერს" უყვება, რომ გუშინ ჟვანიას მოედანზე ტაქსით იმყოფებოდა, ბანკომატთან გადავიდა, უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ტაქსის მძღოლს აჯარიმებდა. მოქალაქე ირწმუნება, რომ სამართალდამცველს სთხოვდა, რომ მძღოლისთვის ჯარიმა არ დაეწერა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყო.
ალექსანდრე ახალკაცის თქმით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანებაც აღენიშნნება.
ახალკაცის თქმით, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიაწოდა, საპატრულო პოლიციამ მას ტელეფონი წაართვა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
"გენ.ინსპექციას ვესაიბრებოდი ასეთი ტექსტებით, ეს უსინდისო თანამშრომლები როდემდე უნდა გყავდეთ, ეს იყო ჩემი პირდაპირი შეფასება. მადლობა უნდა თქვას რომ უსინდისოთი შემოვიფარგლე და უარესები არ ვთქვი, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ის არ არის სამართალდამცავი... გამომართვა ტელეფონი, წამგლიჯა ხელიდან. გათიშა გენ. ინსპექცია, რომლის თანამშრომელი მეკითხება სახელი და გვარი კითხე, ეს თვითონაც ესმოდა. სულ ფეხებზე მკიდიაო და ჩამტენა მანქანაში.
ზვიადმა გამოგლიჯა კარები, ტელეფონი მომეციო, მე ვეუბნებოდი, განმიმარტე ვარ თუ არა დაკავებული, რახან მანქანაში ვზივარ დაკავებული არ ვართქო, რა დროსაც მითხრა შენი საქმე არ არისო. გადმომწვდა, ტელეფონს მართმევდა და მეორე ხელით მირტყამდა. დაზიანებები მაქვს, ეს დააფიქსირა კაპეზემაც"- აცხადებს ახალკაცი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ მოქალაქის განცხადების საფუძველზე მოხდა მომხდარის შსწავლა და დადგინდა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"შეტყობინებაში აღნიშნული ფაქტის შესწავლისას, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმაპატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები დაათვალიერეს, რის შედეგადაცგაირკვა, რომ ა.ა.-ს დაკავების მიზეზი მის მიერ პატრულ-ინსპექტორების მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა იყო. სამხრე კამერების ჩანაწერებში ა.ა.-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება"'- აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ახალკაცის დაკავების მიზეზს, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.ა. პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს.
"მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს, თბილისში, ჟვანიას მოედანზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული ტაქსის მძღოლს საჯარიმო ქვითარს უწერდნენ, რაც მძღოლის თანმხლებმა მგზავრმა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა.ა.-მ გააპროტესტა. ის პატრულ-ინსპექტორებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას შეეცადა და პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. სამართალდამცველებმა მას არაერთგზის მოუწოდეს, შეეწყვიტა აგრესიული ქმედება, მაგრამ იგი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ა.ა. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაიწყო სამსახურებრივი შესწავლა"- აღნიშნავენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






