ის, რასაც ქალები მამაკაცებზე ფიქრობენ იმასთან დაკავ-შირებით თუ რა უნდათ მამაკაცებს მათგან, განაპირობებს ქალების მამაკაცებისადმი გულის-წყრომასა და გაბრაზებას და მათ უიმედო მდგომარეობაში აგდებთ ის, რომ ოდესმე შეძლებენ განავითარონ მშვენიერი, თბილი და რომანტიკული ურთიერთობანი. ის, რასაც მამაკაცები ფიქრობენ ქალებზე ამავე კუთხით, ასევე ანალოგიური გრძნობების განცდასა და იმედების გაწბილებას იწვევს მამაკაცებშიც.
მე არაერთ მამაკაცს და ქალს, რომელთაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობების აგება უნდათ პარტნიორთან, ვკითხე იმის თაობაზე თუ რა სურთ პარტნიორებს ერთმანეთისაგან. თქვენთვის მათი პასუხები მოულოდნელი იქნება. მოკლედ საინტერესოა გავიგოთ თუ რა ქმნის ჩინებულ სასიყვარულო ურთიერთობებს.
მამაკაცებს სურთ პატიოსანი, გულწრფელი, დროული და მოსიყვარულე კომუნიკაცია
გულწრფელი კომუნიკაცია მამაკაცებისთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. მათ სურთ ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც შეკითხვებს გულწრფელად და ხალისით პასუხობს. მათ უნდათ ისეთი ქალი, რომელიც თავდაჯერებულად მოითხოვს მისი სურვილებისა და საჭიროების შესაბამისი იყოს. მათ უნდათ ისეთი ქალი, რომელსაც შეუძლია სიმართლის დანახვა და მისი თქმა როცა პარტნიორებს ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. მამაკაცებს უნდათ ქალი, რომელთაც ურთიერთობა მეტისმეტი კრიტიკულობის გარეშე შეუძლიათ, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი და საკუთარი თავის ღირსების დაცვაზე.
ქალები ფიქრობენ რომ მამაკაცებს სურთ ისინი ხელოვნურები იყვნენ და თავიანთ მოთხოვნებასა და სურვილებზე კრინტი არ დაძრან და არასოდეს მოითხოვონ რაიმე.
რჩევა-დარიგება ქალებისათვის
ჩინებულ მამაკაცებს თქვენგან კრიტიკისა და გულისწყრომის გარეშე გულღია, პირდაპირი და გაბედული კომუნიკაცია სურთ და ესაჭიროებათ კიდეც. ერთი გზა თუ როგორ უნდა მიიზიდოთ ძლიერი და საუცხოო მამაკაცი და ჩამოაყალიბოთ მასთან სასიამოვნო რომანტიკული ურთიერთობა, ეს არის ისწავლოთ თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი საჭიროებისა და სიმართლის კომუნიკაცია.
მამაკაცებს სურთ ერთგულება და თავდადება სასიყვარულო ურთიერთობებში
ერთგულება აბსოლუტური საჭიროებაა. ფაქტობრივად, მამაკაცებს უნდათ ისეთი ქალი, რომელთაც არ ექნებათ „მოხეტიალე თვალები“ და რომლებიც მთელი გულითა და სულით მიუძღვნიან თავს სასიყვარულო ურთიერთობას.
ქალები ფიქრობენ რომ მამაკაცებს მათთან უპირველეს ყოვლისა სექსი უნდათ და ისინი მათ იმ წამსვე მიატოვებენ როგორც კი მათზე უფრო ლამაზ ქალებს გაიცნობენ. ქალები ფიქრობენ რომ მამაკაცების ერთგულება დაუჯერებელია და აქიდან გამომდინარე, მათი ნდობაც არ შეიძლება. ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცებს ურთიერთობების გამყარება არ უნდათ და როცა ეს პროცესი რთულდება, ისინი გაქცევას ამჯობინებენ.
რჩევა-დარიგება ქალბატონებისათვის
იმ ქალებისთვის, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იმ მითისაგან, რომ ყველა მამაკაცი მატყუარაა, ეს კარგი ახალი ამბავი იქნება: ღალატი და „მოხეტიალე თვალები“ ისეთივე არასასიამოვნოა მამაკაცებისათვის როგორც ეს არასასიამოვნოა ქალებისთვისაც. დიდებულმა მამაკაცმა იცის თუ როგორ უნდა ააგოს ბრწყინვალე სასიყვარულო ურთიერთობები და მათ იციან, რომ ერთგულება ამის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები






