ირანის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 14:07, 19 Mar, 2019     1363
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, სომხეთში მყოფმა ო.ა.-მ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დებედას გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რა დროსაც უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 2279,27 გრ. „ჰეროინი“, 10 აბი (0,0198 გრ.) „ბუპრენორფინი“ და 0,3575 გრ. „მეტამფეტამინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

სამართალდამცველებმა ო.ა. 2018 წლის 29 დეკემბერს საზღვარზე დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები. ო.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა), 260-ე მუხლის 6-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42