ვინ არის ადამიანი, რომელმაც თბილისში ტექნიკის საწყობში სავარაუდოდ ცეცხლი გააჩინა
შემთხვევა - 17:11, 18 Mar, 2019     3578

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.

შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა "ქრონიკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ არის.

გამოძების ფარგლებში ის მესაკუთრეებიც გამოიკითხნენ, რომელთა პროდუქციაც დაიწვა.

ვინ არის ხანძრის შედეგად დაშავებული ზ.მ. - არ იციან არც დამწვარი საწყობის მფლობელებმა და არც საწყობში არსებული ინვენტარის მესაკუთრეებმა. "ქრონიკის" ინფორმაციით კი, ზ.მ.-მ საღამოს ათი საათისთვის შეაღწია ტექნიკის საწყობში, ინვენტარს წაუკიდა ცეცხლი და სიმაღლიდან გადახტა, რა დროსაც მან მიიღო მძიმე მოტეხილობა წვივის არეში.

ამის შემდეგ მან, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა, დაშავებული კლინიკაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ არის, გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მკაცრად კონტროლდება, თუ ვინ შედის პაციენტთან რეანიმაციულ განყოფილებაში.

საწყობში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში, "ქრონიკის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა საწყობის დარაჯი და ის არ იცნობს ზ. მ.-ს, არც ის იცის, თუ როგორ მოხვდა იგი ღამის საათებში საწყობში. ასევე, დღეს დილით გამოიკითხა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი პაატა ნოზაძე, რომელსაც ჰქონდა დასაწყობებული ტექნიკა. ის "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ გამოძიების მთავარი კითხვები უკავშირდებოდა დაშავებულ ზ.მ.-ს, თუმცა მასაც არ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანის ვინაობის შესახებ.

რაც შეეხება ხანძრის განგებ გაჩენის სავარაუდო მოტივს, დაზარალებულ ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ შენობის მფლობელებს შორის უკვე წლებია არსებობს უთანხმოება. მიმდინარეობს სასამართლო დავები და ისინი ვარაუდობენ რომ შესაძლოა ეს დავა ხანძრის განგებ გაჩენას უკავშირდებოდეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არავინ არის, გამოძიება კი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დამწვარ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42