გამოქვეყნებული კვლევებით არაერთხელ დაადასტურეს, რომ იუმორის გრძნობა ადამიანს წარმატებულ კარიერაში ეხმარება, მაგრამ წინა ნაშრომებში მეცნიერებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩათ: მათ აქამდე არ შეუმოწმებიათ, ერთნაირად ეხმარება თუ არა სამსახურში იუმორი კაცს და ქალს.
სულ ახლახან გამოსული კვლევა, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში, აპრილის დასაწყისში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხდება, ამტკიცებს, რომ იუმორი კაცებს მართლაც ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში, მაგრამ არა ქალებს. ქალებს თურმე კარგი იუმორის გრძნობა არათუ არ ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის კიდეც.
როგორც ირკვევა, საქმეში აქ გენდერული სტერეოტიპები ერთვება, რომლის მიხედვითაც, კაცი უფრო ბუნებრივი, დაბადებით ლიდერია. მის ხუმრობას თურმე “უფრო ფუნქციურად და ყურადღების ნაკლებ გამფანტველად” აღვიქვამთ, ვიდრე ქალისას - აღნიშნავენ მეცნიერები. მათი აზრით, ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პროფესიონალიზმის შეფასებაზე, კერძოდ მისი, როგორც ლიდერის უნარების და შესაძლებლობების განსაზღვრაზე.
ქალებს, რომლებიც სამსახურში ხუმრობენ ხოლმე, თურმე ნაკლებ საქმიანი იერი აქვთ. მათ გაცილებით არასერიოზულ პროფესიონალად მივიჩნევთ. იმდენად, რომ ამით მათი დაწინაურების შანსებიც კი შეიძლება რომ შემცირდეს.
სრულად იხილეთ www.amerikiskhma.com
მასალის გამოყენების პირობები






