ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდებისთვის დასაფასებელია მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები. გამოკითხულთა 95% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორის ყოლა, რომელსაც ენდობი. ამასთან, ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასევე აუცილებელია კარგი ოჯახის ქონა (91%). ახალგაზრდების თითქმის 1/4 იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაშინ როდესაც 69% ჯერაც დასაოჯახებელია. როდესაც საქმე ეხება სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდების 90% გეგმავს დაქორწინებას. მათი 43% მიიჩნევს, რომ ქორწინების უპირატესობა არაოფიციალურ ურთიერთობასთან შედარებით არის პარტნიორებს შორის, შედარებით მაღალი პასუხისმგებლობა. ახალგაზრდების 25% ფიქრობს, რომ ქორწინება პრიორიტეტია, რადგან საქართველოში ქორწინება უფრო პატივსაცემია, ვიდრე თანაცხოვრება. გამოკითხულთა 1/3-ს სჯერა, რომ დაქორწინებისთვის იდეალური ასაკი არის 25 წელი, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. მეუღლის არჩევისას, ახალგაზრდობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხასიათი (64%) და საერთო ინტერესებია (56%)
კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 1 პროცენტს ჰქონია სექსი ერთზე მეტ პარტნიორთან მაშინ, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი 57 პროცენტს შეადგენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების უფრო დიდ წილს აქვს სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება რამდენიმე პარტნიორთან (43%), ვიდრე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების (25%) და საშუალო სოციალური ფენის ახალგაზრდების (33%). ახალგაზრდების 31% თვლის, რომ სექსუალური თავშეკავება მხოლოდ გოგოების შემთხვევაშია დადებითi ღირებულება. კვლევის მიხედვით, ქალწულობის საკითხის განხილვისას ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ხედვებს შორის განსხვავებები არ არის, თუმცა ქალების შედარებით დიდი წილი თვლის რომ სექსუალური თავშეკავება ღირებულებაა ორივე სქესისთვის.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი რაოდენობა, 42% ფიქრობს, რომ აბორტი უნდა იყოს აკრძალული კანონით. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)- ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფი- სის მოთხოვნების გათვალისწინებით. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს, რო- გორც რაოდენობრივ, ისე, თვისებრივ მეთოდებს, კონკრეტულად პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუს ჯგუფის დისკუსიებს. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ხოლო თვისებრივი კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი ანალიზის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის ივლისში. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პი- რისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომი- კურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავ- ლა. კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დასაქმება, განათლება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, იდენტობა, რელიგია, ცხოვრების სტილი და სხვა მომიჯნავე საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები






