რატომ არის ტირილი სასარგებლო - მეცნიერული დასკვნა
ეს საინტერესოა - 12:50, 14 Mar, 2019     4222

„ნუ ტირი, ნუ აჩვენებ სხვებს რომ სუსტი ხარ“, „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ნუ ტირი“, - დარწმუნებულები ვართ, რომ ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, ან შეიძლება თავადაც გითქვამთ სხვებისთვის.

როცა ადამიანს ემოციები ეძალება, ტირილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამეა. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზების გამო, ადამიანების დიდ ნაწილს საკუთარი ცრემლების სცხვენია და ამიტომაც, ტირიან მაშინ, როცა გარშემო არავინაა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტირილის საშუალებით ადამიანები იცლებიან უარყოფითი ენერგიისგან და ზოგჯერ ჩვენი ცრემლები ყველაზე რთული სიტუაციების დაძლევაში გვეხმარება. მას შეიძლება სიცილზე უკეთესი ეფექტიც კი ჰქონდეს.

მთავარია გაანალიზოთ, რომ ცრემლები არ არის სისუსტის ნიშანი, ეს შესაძლებლობაა ნეგატივისგან დაცლის. ეს თქვენს ემოციებზე მეტყველებს. ჩვენ არ ვართ რობოტები, ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რომ გვაქვს ემოციები.

ჩვენი ცრემლები აჩვენებენ ჩვენს ემოციებს, იმას, რომ რაღაც გვაწუხებს, გვტკივა, რაიმზე ვდარდობთ, ან რაღაც ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ცრემლები დადებით გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ტირილს შეუძლია თავი უკეთ გაგრძნობინოთ, გაგათავისუფლოთ სტრესისგან, მოწყენილობისგან, სიბრაზისგან და ტკივილისგან. ის ადამიანის ჭრილობების მკურნალია.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევების შედეგად დაადასტურეს ცრემლების დადებითი გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. პირველ რიგში, ცრემლები სასარგებლოა თვალების სიჯანსაღისთვის. ის წმენდს თვალებს მტვრისგან, იცავს ინფექციებისგან. ცრემლები ასევე ამცირებენ ორგანიზმში სტრესის ჰორმონებისა და ტოქსინების დონეს. უმჯობესდება მხედველობა.

ტირილი ამშვიდებს და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სამყარო არც ისეთი საშინელია, როგორიც ტირილამდე გეგონათ. ცრემლები ემოციების რეგულირებაში გეხმარებათ.

ახალი კვლევის თანახმად ტირილი ააქტიურებს ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს და ადამიანში ახშობს აგრესიას.

ასე რომ, შენდეგ ჯერზე თუ ცრემლები მოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგრცხვებათ და მიეცით თავს ტირილის უფლება, ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ ის - შეძლებთ ცხოვრებას პოზიტიური თვალით შეხედოთ.



წყარო: Trend.Ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42