31 წლის ქალი ღებინების შეგრძნებას და სუნთქვის პრობლემებს უჩიოდა, ექიმებმა ჩათვალეს რომ მას ანაფილაქსიური შოკი ჰქონდა და გამოკვლევებზე გაგზავნეს.
ქალის თქმით, მას ბავშვობიდანვე ქონდა ალერგია პენიცილინზე, თუმცა მან ვერ შეძლო გაეხსენებინა ბოლო პერიოდში შემთხვევა, რომ ამ ნივთიერების შემცველი საკვები ან პრეპარატი მიეღო. მაშნ ექიმებმა მისი პარტნიორის შემოწმება გადაწყვიტეს, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი ყურის ინფექციას მკურნალობდა და სექსამდე 4 საათით ადრე ანტიბაქტერიული საშუალება დალია, რომლის მთავარი კომპონენტიც ამოქსიცილინი იყო (პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი).
სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია დაიწყო მაშინ, როდესაც პრეპარატი ქალის ორგანიზმში სპერმასთან ერთად მოხვდა. ქალმა საავადმყოფოში 7 დღე გაატარა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა უნიკალურია. ექიმებმა გადაწყვიტეს ეს ისტორია მედიაში გაევრცელებინათ იმისთვის, რომ ყურადღება მიექცეს მკრნალობის დროს დამცავი ღონისძიებების მნიშვნელობას.
მასალის გამოყენების პირობები






