ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. დედოფალი მეფეს სასამართლოში უჩივის და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. მომჩივანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 1 ლარის გადახდას მოითხოვს. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.
ბაგრატიონ-გრუზინსკების რწმუნებით, დავით ბაგრატიონ მუხრანელი უნებართვოდ იყენებს დინასტიის ტიტულატურას, ყიდის სხვადასხვა ორდენებს და სხვა.
„2017 წლის მარტში მან რაღაც დონეზე მოახერხა ბრიტანეთის სამეფოში შეხვედრა, ბუნებრივია დედოფლის დონეზე არა, თუმცა ბრიტანეთის სამეფოში შეხვდნენ და მოხდა საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენის გადაცემა. ეს ორდენი არის ჯილდო, რომელიც შეიძლება კონკრეტული დამსახურებისთვის საქართველოს სამეფო სახლმა გადასცეს ვინმეს.
ამის შემდგომ ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა "Daily Mail"-ის ჟურნალისტი უკავშირდება დავითს, ეცნობა როგორც ადგილობრივი ბიზნესმენი და სთხოვს,რომ მასაც აქვს სურვილი,რომ ეს ჯილდო მიიღოს. ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომლის სანაცვლოდაც ის არის მზად რომ იგივე ჯილდო გადასცეს ნებისმიერ პირს,როგორი ჯილდოც მან გაუგზავნა ელიზაბეტ მეორეს. როდესაც ეს თანხის სანაცვლოდ ხდება ჩრდილი ადგება ნამდვილ სამეფო ოჯახს. რადგან სამეფო ჯილდოების გადაცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე ვინ რამდენ თანხას გადაიხდის,"- აცხადებს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
მოსარჩელე მხარე ითხოვს, სასამართლომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რომ სამეფო სახლის სახელის გამოყენება აუკრძალოს.
მასალის გამოყენების პირობები






