თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
ადვოკატის თქმით, საქმეში აშკარად იკვეთება სახელმწიფოს მიდრეკილება და უნდათ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკას ჩამოაშორონ.
„მოწმეები არიან პოლიციელები, რომელბმაც დააკავეს სასადილოში. რა თქმა უნდა, სადაო შეიძლება იყოს დაკავების საკითხი, ფორმალურად იყო თუ არა სწორი, თუმცა, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე ვსაუბრობთ აუცილებელად არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმიანობა შეფასდეს ერთობლიობაში და შეიძლება ამ შემთხვევაში იკვეთებოდეს სახელმწიფოს მიდრეკილება, რომ ეს ადამიანი ჰყავდეთ პატიმრობაში და ჩამოაცილონ მის პოლიტიკურ საქმიანობას" - აღნიშნა ზვიად კუპრავსა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






