ჰიტლერის მიერ პოლონეთში, 11 ადგილას დამალული საგანძური - მასონებმა გერმანიაში ნაცისტი ოფიცრის დღიური გაასაჯაროვეს
ეს საინტერესოა - 15:45, 09 Mar, 2019     2685

The Daily Mail-ის ინფორმაციით, გერმანიაში გამოაქვეყნეს ფაშისტური გერმანიის მაღალჩინოსანი ოფიცრის ეგონ ოლენჰაუერის პირადი დღიური, სადაც მოცემულია დამალული საგანძურების ადგილსამყოფელი.

ოფიცრის ჩანაწერების თანახმად, ჰიტლერის ბრძანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე, გერმანელთა უკანდახევის დროს, 11 სხვადასხვა ადგილას დამალეს დიდი ოდენობით ოქროულობა, სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები. ოლენჰაუერი წერს, რომ ამისთვის ნაცისტებმა 260 სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს.

სავარაუდოდ, სამალავებში 28 ტონამდე ოქრო, ასევე იუველიურული ნაწარმი, რელიგიური დანიშნულების ნივთები, და 47 ხელოვნების ნიმუში, მათ შორის რუბენსის, კარავაჯოს, მონეს, რაფაელის, რემბრანდტის და სხვა მხატვართა სურათებია.

ცნობილია, რომ ეს დღიური წლების მანძილზე ქალაქ კვედლინბურგში (გერმანია) მასონურ ლოჟაში ინახებოდა, ხოლო შემდეგ ფონდ Schlesische Brücke-ს გადაეცა. მასონურმა ლოჟამ, დღიურის გადაცემის დროს ერთი პირობა წამოაყენა - დღიური საჯარო არ უნდა გამხდარიყო იმ დრომდე, სანამ ამ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანები ცოცხლები იყვნენ. დღიურის ნამდვილობა 5 ინსტიტუტმა დაადასტურა, მათ შორის გოტინგენის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის მეცნიერებმა.

ამჟამად სპეციალისტები ამოწმებენ იმ ადგილებს, სადაც დღიურის მიხედვით, საგანძურია დამალული. ამ ადგილებს შორისაა ტბის ფსკერი, პოლონეთის ერთერთი სასახლის საიდუმლო ოთახი, ერთერთ პარკში მდებარე ჭა, ნაკადულის ფსკერზე მდებარე სარკოფაგი, მიწისქვეშა ორანჟერეა და სხვ,

ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა ყველა მითითებულ ადგილას საგანძური არ აღმოჩნდეს, თუმცა, ლოჟა იმედოვნებს, რომ მისი დიდი რაოდენობა აღმოჩენილი და კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებული იქნება. ამასტან ზოგიერთი მათგანი ეჭვს გამოთქვამს, რომ საგანძურს საერთოდ მიაკვლევენ, რადგან მათი განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ამ ადგილების შესახებ, ამდენი ხნის განმავლობაში შესაბამისად იმოქმედებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42