ბარბი 60 წლის გახდა - თოჯინა, რომელმაც მსოფლიოში სათამაშოსადმი დამოკიდებულება შეცვალა
ეს საინტერესოა - 13:52, 09 Mar, 2019     2855

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თოჯონა ბარბი 60 წლის გახდა. მიუხედავად იმის, რომ დღეს ჩვენი სამყარო კომპიუტერულმა სისტემებმა დაიპყრო და უკვე არსებობს ელექტრონული მოწყობილობებითა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვლი სათამაშოები, 60 წლის ბარბი თავის პოპულარობასა და ბავშვების სიყვარულს არ კარგავს.

ბარბი პირველად 1959 წლის 9 მარტს ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო ბაზრობაზე გამოჩნდა. ის მეწარმე რუთ ჰანტლერმა შექმნა და მას საკუთარი ქალიშვილის ბარბარას მოფერებითი სახელი დაარქვა. ბარბიმ რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში თოჯინის დანიშნულებისა და ფუნქციების აღქმის მიმართებით.

"ბარბის გამოჩენამდე მსოფლიოში თვლიდნენ, რომ ბავშვი თოჯინით თამაშის დროს ახდენდა საკუთარი დედის იმიტირებას - მშობლის დამოკიდებულებას შვილისადმი, ამიტომაც გამოდიოდა დიდი ზომის, მოხატული და მდიდრულად ჩაცმული თოჯინები. ბარბი კი გამოჩენისთანავე ბავშვის მეგობრად, უფროს დად გადაიქცა, ბავშვს შესაძლებლობა მიეცა თოჯიბის მეშვეობით წარმოსახვაში შეექმნა ის იდეალი, რომლისკენ მიღწევაც მას მომავალში სურდა," - ცახადებს ამერიკელი ფსიქოლოგი.

"დაბადებიდან" ათი წლის შემდეგ ბარბი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი თოჯინა გახდა. იგი იცვლიდა სამოსს, თმისა და კანის ფერს. მას ასამდე სხვადასხვა პროფესია ჰქონდა, მოცეკვავით დაწყებული, მფრინავით, მეომრით, ბიზნესვუმენითა და მეცნიერით დამთავრებული. იგი 4-ჯერ იყო "აშშ-ის პრეზიდენტობისა" და ერთხელ გერმანიის კანცლერობის კანდიდატი. 2017 წელს გამოვიდა ჰიჯაბში გამოწყობილი ბარბი, ხოლო 2019 წელს გამოვა ბარბი, რომელიც შშმ პირთა სავარძელში ზის. 1961 მან ბოიფრენდი კენი გაიცნო, თუმცა დროდადრო კენის წარმოება ჩერდებოდა, ხოლო 2004 წელს ბარბი და კენი ოფიციალურად "დაშორდნენ" - კენის წარმოება შეწყდა. 1992 წელს თოჯინამ ლაპარაკიც დაიწყო - იგი ცალკეულ წინადადებებსა და ფრაზებს წარმოსთქვამდა.

ბარბი არც დროს ჩამორჩა - მას ოფიციალური ფეისბუქ, ტვიტერ და ინსტაგრამ გვერდები აქვს.

თავისი არებობის მანძილზე ბარბი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ყველაზე მეტად მას არაბუნებრივი სიგამხდრის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ბავშვებს ანორექსიისკენ უბიძგებს. რამდენჯერმე კომპანია დათმობაზეც წავიდა და გამოუშვა მაღალი, დაბალი, წელში მომატებული და "გამოკვეთილფორმებიანი" ბარბი. კრიტიკის მეორე მთავარი საგანი მისი სექსუალურობა და თამამი ჩაცმულობა იყო.

თუმცა, გასული წლები ცხადყოფს, რომ თოჯინამ აშკარად გაუძლო დროსაც და კრიტიკოსებსაც და დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42