მოზარდი აღიარებს, რომ ოქროს ნივთები მოიპარა და ფაქტზე დააკავეს, რის შემდეგადაც სასტიკად გაუსწორდნენ.
მისი თქმით, 8 საათის განმავლობაში ფიზიკურად ბოლნისის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე უსწორდებოდნენ.
“მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთო, როგორ დაგსვამთ ბოთლზე და შენს ძმაკაცებს ვანახებთო, მირტყამდნენ," - აცხადებს დაშავებული, რომელიც ირწმენაბა, რომ ქამრით სცემას პოლიციელები მას შემდეგაც განაგრძობდნენ, რაც ხელი მოტყდა.
„წიხლი ჩამარტყეს, მირტყეს მოტეხილ ხელში. ამიყვანეს პოლიციაში, მცემეს. მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთო, როგორ დაგსვამთ ბოთლში და შენს ძმაკაცებს ვანახებთო. მირტყამდნენ, ქამარს, გასაღებს, ბოთლს. არ ავდექი, დავეჭიდე სკამს. მეორე კაცი ვინ იყოო, მოტეხილ ხელზე მირტყამდნენ“ - განაცხადა მოზარდმა.
მისი თქმით, მშობლებს პოლიციელები აშინებდნენ, რადგან გენერალური ინსპექციისთვის არ მიემართათ.
"მამაჩემს დალევა უყვარს და აშმევდნენ, ეუბნებოდნენ, მეორე შვილსაც დავიჭერთ, შენც დაგიჭერთო"- აცხადებს ის.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ზეწოლა, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდა და ოჯახს პოლიციამ შუამავლები მიუგზავნა, „კურიერის“ გადამღები ჯგუფის ყოფნის დროს ადგილზე გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






