"ბოთლზე დაგსვამთო, მეუბნებოდნენ გაგაუპატიურებთო" - 16 წლის ბიჭი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს - რას ამბობენ შსს-ში
შემთხვევა - 10:33, 08 Mar, 2019     1611
16 წლის მოზარდი სამართალდამცავებს უმძიმეს ბრალდებას უყენებს. არასრულწლოვანი ირწმუნება, რომ ბოლნისში მას პოლცია ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით დაემუქრა. მისი თქმით, ცემის შედეგად მას ხელი მოტყდა.

მოზარდის დედის თქმით, მის შვილს დაზიანებები აღენიშნებოდა თავისა და ზურგის არეშიც. მომხდარის გამო ბიჭს ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა.

„მაგინეს, მანქანაში ჩამსვევს და იქაც მცემეს. მერე ჩამიყვანეს პოლიციაში, ოღონდ უკნიდან შემიყვანეს. იქ რომ შემიყვანეს ეგრევე მცემეს. თავში მირტყეს, ქამარი გადამარტყეს, მეუბნებოდნენ გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო. ხელი მომტყდა და მერე ხელმოტეხილს კიდევ მირტყამდნენ. გაუპატიურების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ,“-აცხადებს დაზარალებული.

"ნიუპოსტი" შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს რომ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით.

"რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42