შენგელია ამბობს, რომ გიორგი ქოჩიშვილის უშუალოდ ხელმძღვანელობით შექმნილია სქემა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების ადმინისტრაციას სასწავლებლებში იურიდიული სამსახურის მომსახურებას ავალდებულებს.
მისი თქმით, შენგელია ამტკიცებს, რომ მას შესაბამისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელ დოკუმენტაციაც აქვს.შენგელია განცხადებას პროკურატურაში დღეს შეიტანს.
„წლების განმავლობაში ხდებოდა გიორგი ქუჩიშვილის ხელმძღვანელობით საჯარო სკოლებთან ფაქტობრივად ძალდატანებით ხელშეკრულებების დადება, ვითომ იყო ეს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ვურთავთ ყველა მტკიცებულებას ამ საქმეს, პროკურატურას მივმართავთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ველოდებით მათგან რეაგირებას, რომ ეს კორუფციული სქემა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტსა და საჯარო სკოლებს ესოდენ ზიანს აყენებს, იყოს გამოძიებული,“- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






