ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მარტს, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად „როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე.
ამავე საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა დღეს ბრალი კიდევ ორ ადამიანს წაუყენონ.
მასალის გამოყენების პირობები






